|
2020-08-15 17:14:29, 1147 ნახვა
საზოგადოება
ანას ბაღის დამცველი აქტივისტი, გიორგი ფხალაძე შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს
ანას ბაღის დამცველი აქტივისტი, გიორგი ფხალაძე შსს-ში მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარეს. როგორც გიორგი ფხალაძე სოციალურ ქსელში წერს, საქმე აღრულია სსკ-ის 117-ე მუხლით, ქურდობის ფაქტზე. ამასთანავე, აქტივისტი „ფორმულასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ გამოკითხვაზე მისი დაბარება იმ სასამართლო დავას უკავშირდება, რომელიც ვარკეთილის მცხოვრებლებს, ანას ბაღის ტერიტორიაზე დაწყებული მშენებლობის წინააღმდეგ აქვთ დაწყებული. „დღეს 18 საათზე დაბარებული ვარ სამმართველოში გამოკითხვაზე. საქმე აღძრულია სსკ-ის 177 მუხლით ქურდობის ფაქტზე. კალაძემ საქმე შეთითხნა და ავრცელებენ ამ ვიდეოს თითქოს, მე ვიპარავ რამეს. აღნიშნულ ვიდეოზე არ ვარ მე და ვერაფრით ვიქნები, რადგან ამ დროს არ ვიმყოფებოდი თბილისში. უფრო მეტიც აღმოსავლეთ საქართველოშიც კი არ ვიმყოფებოდი", - წერს გიორგი ფხალაძე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)