20:50 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-13 11:14:25, 1052 ნახვა

საზოგადოება
პრემიერის განცხადებით, სტიქიით დაზარალებულ რაჭაში ინფრასტრუქტურა 2021 წლის გაზაფხულამდე სრულად აღდგება

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ რაჭაში, სადაც მძიმე სტიქია მოხდა, მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

როგორც გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, სრულფასოვანი აღდგენა 2021 წლის გაზაფხულამდე მოხდება.

„მოგეხსენებათ, რაჭაში გვქონდა საკმაოდ მასშტაბური და მძიმე სტიქია, მიმდინარეობს შედეგების აღმოფხვრა. საბედნიეროდ, მოსალოდნელზე სწრაფად მოხდა პირველადი სამუშაოების დასრულება, რაც ნიშნავს, რომ მოწყვეტილ სოფლებს, ამ ეტაპზე, მიეწოდებათ როგორც წყალი, ასევე ელექტროენერგია.

სტიქიის მასშტაბებიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, სრულფასოვან აღდგენას დაჭირდება დრო, 2021 წლის, გაზაფხულამდე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics