|
2015-09-09 13:40:33, 478 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის მინისტრის მრჩეველი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კავკასიის საკითხებსა და რეგიონული კონფლიქტების ოფისის დირექტორი იმყოფება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს ნატაშა ფრანცეში საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა შოთა ღვინერიამ მიიღო. შეხვედრის დასაწყისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ გამოხატა აშშ-ის პოლიტიკური მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართ. ნატაშა ფრანცეშის თქმით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება საქართველოსთვის დემოკრატიული განვითარებისა და სახელმწიფო სტრუქტურების დახვეწის კარგი საშუალება იქნება. საუბარი შეეხო საქართველოს თავდაცვის მინისტრის აგვისტოში აშშ-ში განხორციელებულ ვიზიტს. ნატაშა ფრანცეშმა აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის ვიზიტი აშშ-ში საკმაოდ წარმატებული იყო და თავდაცვის მდივანთან ეშტონ კარტერთან შეხვედრა აშშ-საქართველოს მჭიდრო პარტნიორობის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებისა და უკრაინის კრიზისის განხილვა იყო. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის მხრიდან საქართველოში განხორციელებული მცოცავი ოკუპაცია. შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში აშშ-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებზეც გაამახვილეს ყურადღება. განსაკუთრებით აღინიშნა აშშ-ის დახმარების მნიშვნელობა სამხედრო განათლებისა და წვრთნების მიმართულებით, ასევე დაჭრილი სამხედროების რეაბილიტაციის კუთხით.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)