|
2020-08-10 14:46:27, 2021 ნახვა
კომენტარი
კალაძე სააკაშვილის განცხადებას, თითქოს, საქართველო ქვეყნის ჯარისკაცების წინააღმდეგ ჰააგაში მტკიცებულებებს წარადგენს, სისულელეს უწოდებს
თბილისის მერი კახა კალაძე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, თითქოს საქართველო ქართველი სამხედროების წინააღმდეგ ჰააგაში მტკიცებულებებს წარადგენს, სისულელეს უწოდებს. მისი თქმით, სააკაშვილის მხრიდან მსგავსი ტიპის განცხადებები არ უნდა გაგვიკვირდეს. „ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან ბევრ სისულელეს ვისმენთ ამ ადამიანისგან. ეს სიახლე არაა, არ უნდა გაგვიკვირდეს. ეს კონკრეტული განცხადებაც, რა თქმა უნდა, არ უნდა გაგვიკვირდეს, თუმცა საქმე ეხება ქვეყანასა და ქვეყნის ინტერესებს. ის, რაც მოხდა 2008 წელს, მაშინდელმა ხელისუფლებამ არაფერი არ გააკეთა იმისთვის, რომ რეალურად აერიდებინა ტრაგედია ქვეყნისთვის", - განაცხადა კალაძემ. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა - „მე მყავს ჩემი წყაროები და სისხლის სამართლის სპეციალისტი ვარ. ინფორმაციას ვერ გავხსნი და წყაროებს ვერ დავასახელებ, მაგრამ ჰააგაში საქართველო ქართველი სამხედროების წინააღმდეგ წარადგენს მტკიცებულებებს“.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)