|
2015-09-09 10:22:00, 515 ნახვა
საზოგადოება
იაპონური მხარე საქართველოში ნარჩენების გადამუშავების მიმართულებით ახალ პროექტებს განახორციელებს
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულიასთან ერთად, იაპონიური ბიზნეს-კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იაპონური მხარე საქართველოში ნარჩენების გადამუშავების მიმართულებით ახალ პროექტებს განახორციელებს, რაც თბილისისა და რუსთავის ტერიტორიაზე ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოების მოწყობის ინიციატივას ითვალისწინებს. დღესვე, იაპონური მხარე სამინისტროს დარგორბივი სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდა და მათგან საქართველოში ნარჩენების მართვის შესახებ საკანონმდებლო საკითხებზე განმარტებები მოისმინა. შეხვედრაზე გარემოსდაცვით სფეროში განხორციელებული რეფორმებისა და საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის საკითხებზეც იმსჯელეს. აღსანიშნავია, რომ იაპონური მხარე საქართველოში ნარჩენების გადამუშავების სფეროში მდგომარეობის შესახებ მოკვლევას (Survey Outline) ახორციელებს, რომელიც 2016 წლის აპრილის თვეში დასრულდება. დელეგაციის შემდაგენლობაში იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სისტემის (JICS), კომპანია - “Carbon Free Consulting”-ისა და კომპანია „Global System Co. Ltd.“-ის წარმომადგენლები შედიან. „ჩვენი პროექტი საქართველოში ნარჩენების გადამუშავების შედეგად ცემენტის ქარხნისთვის ალტერნატიული საწვავის მიღებას ითვალისწინებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გარემოს დაცვის მხრივ. ვფიქრობთ, რომ ამ პროეტქს განვახორციელებთ საქრთველოში“, - განაცხადა იპანური კომპანიის „CLEAN SYSTEM“ აღმასრულებელმა პრეზიდენტმა ჰიდეკი ებისავამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)