|
2020-08-08 15:27:30, 2688 ნახვა
სამართალი
ადვოკატის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონი ექსპერტიზის ბიუროში გახსნილი დახვდათ
თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონი ოჯახსა და ადვოკატს გახსნილი დახვდათ. ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მობილური ტელეფონის ექსპერტიზა დაწყებულა 24-ში, მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატი და ოჯახი მოითხოვდნენ, რომ ტელეფონი მათ გარეშე არ გაეხსნათ. დღეს კი ტელეფონის ექსპერტიზა უკვე დასრულებულა. „დღეს მოვედით როგორც მობილურის ტელეფონის ექსპერტიზის დასაწყებად. მანამდე ვიყავი ლეპტოპის ექსპერტიზის დასაწყებად. თურმე მობილური ტელეფონის ექსპერტიზა დაწყებულა 24-ში და ირკვევა, რომ ტელეფონის ექსპერტიზა დასრულებულა. როდესაც ხელი მქონდა მოწერილი, რომ ჩემს გარეშე არ უნდა მომხდარიყო გახსნა, მაინც გაუხსნიათ და ექსპერტიზა ჩაუტარებიათ და დღეს კლონირება დასრულებულია. 99 გეგაბაიტია მთელი ინფორმაცია მობილური ტელეფონის. მოვითხოვე, რომ ეს მთელი ინფორმაცია გადაეცეს შსს-ს. საბოლოოდ დავალუქინეთ მობილური ტელეფონი“, - განაცხადა რამიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)