|
2015-09-08 18:14:22, 760 ნახვა
ეკონომიკა
ბარსელონა-თბილისის მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დაწყება იგეგმება
ესპანური ავიაკომპანია „Vueling Airlines“ მომავალი წლიდან ბარსელონიდან თბილისის მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დაწყების შესაძლებლობას სწავლობს. კომპანიის წარმოამდგენლებმა დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში შეხვედრა გამართეს, სადაც ავიაკომპანიის გეგმები წარმოადგინეს და ქვეყნის საავიაციო ბაზარზე ოპერირების დაწყებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ჩარჩოს და პროცედურებს გაეცნენ. წინასწარი ინფორმაციით, ბარსელონიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის განხორციელებას „Vueling Airlines“ 2016 წლიდან კვირაში ორი სიხშირით, Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდით გეგმავს. ავიამიმართულების შესწავლისა და დაგეგმვის მიზნით, ავიაკომპანიების წარმომადგენლებმა შეხვედრები უკვე გამართეს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და საქართველოში მოქმედ მსხვილ ტურ-ოპერატორებთან. „Vueling Airlines“-თან ძირითად მოლაპარაკებებს „TAV Airports” ჰოლდინგი და “ტავ ჯორჯია“ აწარმოებენ. „Vueling Airlines“ 2004 წელს დაარსდა. ის ერთ-ერთი უმსხვილესი ესპანური ავიაკომპანიაა, რომელიც ძირითადი (ბარსელონა, რომი) და დამხმარე (ამსტერდამი, მადრიდი, ბრიუსელი, ფლორენცია და ა.შ.) ჰაბებიდან 126 მიმართულებას და დაბალ ტარიფებს სთავაზობს მგზავრებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში გამართულ შეხვედრას ავიაკომპანია „Vueling Airlines“-ის საერთაშორისო გაყიდვების აღმასრულებელი მენეჯერი ალექსანდრა სტელმაქი, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გურამ ჯალაღონია, „TAV Airports” ჰოლდინგის მარკეტინგის მენეჯერი სერქან ქარაჰატაი და “ტავ ჯორჯიას“ მენეჯერი აკაკი ბარქაია ესწრებოდნენ.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)