18:38 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-08 11:05:45, 2100 ნახვა

კომენტარი
თორნიკე რიჟვაძე - ჩვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის, ოკუპაციის წინააღმდეგ არ დასრულებულა

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ 8 აგვისტოს გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.

 ,,ქედს ვიხრი სამშობლოსთვის დაცემული ყველა გმირი ჯარისკაცის, სამოქალაქო პირის, მათი ოჯახების წინაშე. ჩვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის, ჩვენი ბრძოლა ოკუპაციის წინააღმდეგ არ დასრულებულა. ჩვენი, თითოეული ამ ქვეყნის მოქალაქის ვალია გააგრძელოს ეს ბრძოლა რომელიც უნდა იყოს თანმიმდევრული, პრაგმატული. ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ, რომ ჩვენი ერთად დგომით დავძლიოთ ეს უდიდესი გამოწვევა რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშები მთელი ქვეყნის მასშტაბით დაეშვა. ღონისძიებას აჭარიდან აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრები, მინისტრები და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დეპუტატები, ბათუმის მერიის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics