|
2020-08-06 12:57:49, 1881 ნახვა
პოლიტიკა
დავით ზალკალიანი - სპეკულაციაა, რომ აშშ-ს თავდაცვის ავტორიზაციის აქტში სანქციებზეა საუბარი
საგარეოს საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ სპეკულაციაა, რომ აშშ-ს თავდაცვის აქტში თითქოს სანქციებზეა საუბარი. მისი თქმით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი, ისევე როგორ თავდაცვის დეპარტამენტი, ვალდებულია ანგარიში წარმოუდგინოს კონგრესს. „აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი, ისევე როგორ თავდაცვის დეპარტამენტი, ვალდებულია ანგარიში წარმოუდგინოს კონგრესს. ამიტომ სპეკულაციაა, რომ აქ თითქოს სანქციებზეა საუბარი. ესაა მნიშვნელოვანი დოკუმენტი“, - განაცხადა ზალკალიანმა. ცნობისთვის, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი მიიღო. აქტი საქართველოსაც აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ავალდებს საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ ანგარიში მოამზადოს. დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო მდივანი ვალდებულია ამ საკითხებზე ანგარიში კონგრესს 6 თვეში წარუდგინოს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე ომის დროს ყველაზე მასშტაბური ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა განახორციელა
ზელენსკიმ ფედოროვთან და სირსკისთან ისაუბრა: გადაწყვეტილებები შემუშავდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)