18:37 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-05 18:51:49, 2514 ნახვა

კომენტარი
კახა კალაძე: ჩემთვის დედაქალაქის მერობა დიდი პასუხისმგებლობა და მსახურებაა, თბილისისა და თბილისელების წინაშე

„შეიძლება, ვინმესთვის დედაქალაქის მერის სტატუსი მიმზიდველი და პრივილეგია იყოს, მაგრამ პირადად ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისთვის ეს მხოლოდ დიდი პასუხისმგებლობაა და მსახურებაა, თბილისისა და თბილისელების წინაშე,“ - დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თანამოქალაქეების წინაშე აღებულ პასუხისმგებლობაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

„ჯერ კიდევ ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი ვიყავი, როდესაც გუნდმა თბილისის მერობის კანდიდატობა შემომთავაზა, ჩემთვის მოულოდნელი იყო, არ ველოდებოდი, ამის შემდეგ, მოსაფიქრებლად რამდენიმე დღე ვითხოვე, რადგან კარგად მესმის ქვეყანაში არსებული მიგრაციისა და პოლიტიკური ვნებების ფონზე, რამდენად რთულია ამხელა ქალაქის მართვა. ჩემი გუნდის წევრებთან ერთად ვისაუბრე და მივიღეთ გადაწყვეტილება,  ეს პასუხისმგებლობა აგვეღო. ასევე, ჩვენ ვთქვით,  რომ  ვერ ვიქნებოდით ის ადამინები, რომლებიც მხოლოდ გზას დააგებდნენ, ორმოულებს ამოავსებდნენ და ა.შ. არამედ, ჩვენ ვიქნებოდით ის ადამიანები, რომლებიც ამ ქალაქში მნიშვნელოვან რეფორმებს გაატარებდნენ. შეიძლება ზოგისთვის მტკივნეულს და არაპოპულარულს, მაგრამ ჩვენი ქალაქის, შვილებისა და მომავალი თაობებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანს“, - განაცხადა კახა კალაძემ

დედაქალაქის მერის თქმით, თბილისში წლების განმავლობაში არსებული პრობლემების გადასაჭრელად, მისმა გუნდმა კონკრეტული ხედვები და ქმედითი ნაბიჯები წარმოადგინა.

„ჩვენ, როდესაც საარჩევნო პროგრამაზე მუშაობა დავიწყეთ, შვიდი ძირითადი მიმართულება წარმოვადგინეთ. ეს არ იყო მხოლოდ ლამაზი სიტყვები ან ლამაზად შეფუთული საარჩევნო კამპანია, ეს იყო კონკრეტული ხედვა,  გადასადგმელი ქმედითი ნაბიჯები, რა უნდა გაგვეკეთებინა იმისთვის, რომ თბილსიში, 30 წლის განმავლობაში დაგროვილი ერთი და იგივე პრობლემა მოგვეგვარებინა“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics