|
2020-08-04 22:49:11, 1939 ნახვა
საზოგადოება
ბაჩალიაშვილის დედა - მეზობლებმა შეამჩნიეს, რომ შემოსასვლელ კარადაში, სადაც სარკეებია და გადაფარებული იყო ზეწარი, ვიღაც იქექებოდა
„მეზობლებმა შეამჩნიეს, რომ შემოსასვლელ კარადაში, სადაც სარკეებია და გადაფარებული იყო ზეწარი იქექებოდა ვიღაც იმ კარადაში“ , - ამის შესახებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ გარეთ ჟურნალისტების კამერებს შეეძლებოდა ყველა შემსვლელ-გამომსვლელის დაფიქსირება. „მე ძალიან ცუდად ვიყავი, გამთიშეს ფაქტიურად მედიკამენტებით, იმიტომ, რომ გული მიმდიოდა. აქ ვინც იყვნენ მეზობლებმა შეამჩნიეს, რომ შემოსასვლელ კარადაში, სადაც სარკეებია და გადაფარებული იყო ზეწარი იქექებოდა იმ კარადაში. გაუკვირდათ, "რას აკეთებ აქ, ვინ ხარო" და უთხრა, რომ მეზობელი ვარო. ჩემმა ნათესავებმა უთხრეს, რომ ყველა მეზობელს ვიცნობთ და შენ არ გიცნობთო. მე აქ ვალაგებ რაღაცასო. არ ვიცი რას ეძებდა იქ. შეამჩნიეს იმ კარადასთან, მანამდე შეიძლება სხვა ადგილასაც ჰქონდა მოქმედებები. გარეთ ჟურნალისტების კამერა მუდმივად იყო ჩართული და შეიძლებოდა, რომ იქ შემსვლელ-გამსვლელი ყველა დაემახსოვრებინა კამერას. ამიტომ თუ არის კადრები, კადრებში იმ პიროვნების ამოცნობა შეიძლება“ , - განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის დედამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)