17:13 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-01 15:10:48, 2823 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

პროკურატურამ სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ლ.პ დააკავა და ბრალდება წარუდგინა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ გენერალურმა პროკურატურამ განუცხადა.

გამოძიებით დგინდება, რომ ლ.პ-მ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უტყისუბანში სხვადასხვა დროს მოიძია კომერციული მიზნებისთვის ხელსაყრელ ადგილას სახელმწიფოს კუთვნილი 2000 კვ.მ. და 0,51 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთები, რომლებიც ადიგენი-ხულოს ცენტრალურ საავტომობილო გზასთან ახლოს მდებარეობს, რომელთაგან ერთი - 2014 წელს, ხოლო მეორე - 2017 წელს წარადგინა საჯარო რეესტრში მიღება-ჩაბარების აქტთან ერთად. 2014 წელს ლ.პ-მ ბოლომდე ვერ მიიყვანა დანაშაულებრივი ქმედება, რადგან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა გამოააშკარავეს მისი განზრახვა, რაც შეეხება 2017 წელს, ლ.პ.-მ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების შეცდომაში შეყვანის გზით, მოტყუებით მოახერხა დაეუფლებოდა აღნიშნულ მიწის ნაკვეთს, რითაც სახელმწიფოს მიადგა 40139,9 ლარის ოდენობის ზიანი.

ლ.პ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 180 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ქონებრივი უფლების მოტყუებით მიღების მცდელობა, რასაც შეეძლო მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია) და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით (მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ლ.პ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რა წერია საქართველოს შესახებ PACE-ს რეზოლუციაში - სრულად
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
35 წლის ნინო მუჯირი პირველ სამშობიარო სახლში გარდაიცვალა, ოჯახი პერსონალის დასჯას ითხოვს
პესკოვი: ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რას უხელმძღვანელებს ცხინვალის „ყოფილი ლიდერი“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics