|
2020-08-01 10:24:52, 4706 ნახვა
რეგიონი
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარებისათვის სეტყვით მიყენებელი ზარალის აუნაზღაურდება მიმდინარეობს
კახეთის რეგიონში, აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ბენეფიციარებისათვის სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება მიმდინარეობს. სადაზღვევო კომპანიები სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლას უმოკლეს ვადაში დაასრულებენ. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს პროექტების საოპერაციო დეპარტამენტის უფროსი ნატალია ხარატიშვილი, კახეთის მხარის რწმუნებულის მოადგილე გივი მეტრეველი და სადაზღვევო კომპანიის „ალფა“ წარმომადგენლები, თელავის მუნიციპალიტეტში, სეტყვისა და ქარიშხლის შედეგად დაზარალებულ ფერმერს, ბესიკ სუმბაძეს შეხვდნენ და დაზიანებული სავარგულები დაათვალიერეს. „თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში, ბესიკ სუმბაძეს, სეტყვისა და ქარიშხლის შედეგად, ყურძნის მოსავლის 75 %-მდე გაუნადგურდა. მევენახე ფერმერი სახელმწიფო აგროდაზღვევის ბენეფიციარია. მან, სადაზღვევო პოლისის შესაძენად, სახელმწიფოსგან 50 % თანადაფინანსება მიიღო. ბესიკ სუმბაძე ზარალის ანაზღაურების თანხას, 22,000 ლარზე მეტს, სადაზღვევო კომპანიისგან მიიღებს. 3 ჰა-ზე მეტი ფართობის დაზღვევისთვის ფერმერის მიერ გადახდილი თანხა 2,200 ლარს, ხოლო სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობა 2,200 ლარს შეადგენს. მოვუწოდებთ ფერმერებს, დაიჭირონ თადარიგი და დააზღვიონ მოსავალი“, - განაცხადა ნატალია ხარატიშვილმა. აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია არაუმეტეს 5 ჰა (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში, არაუმეტეს, 30 ჰა) ფართობის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. 2020 წლის ივლისის თვის მონაცემებით, სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემული პოლისების რაოდენობა 15,422-ს შეადგენს, დაზღვეულია 15,000 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24 %-ით მეტია. დაზღვეული მოსავლის ღირებულება 140 მლნ ლარს აღემატება.
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)