|
2020-07-31 14:38:51, 4232 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ მინისტრის რანგში ბოლო საანგარიშო შეხვედრა გამართა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ მინისტრის რანგში ბოლო საანგარიშო შეხვედრა გამართა ზაალ მიქელაძე რეგიონის ჯანდაცვის უწყებას 4 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. შეხვედრაზე რომელსაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისიტრი ეკატერინე ტიკარაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაზე და აჭარის სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენელბი ესწრებოდნენ მინისტრმა სწორედ უწყების განვლილ საქმიანობაზე და მისი ხელმძღვანელობით განხორციელებულ ახალ პროექტებზე ისაუბრა. ზაალ მიქელაძის ხელმძღვანელობის პერიოდში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 84,9%-ით გაიზარდა და ამჯამად 29 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. ამოქმედდა ისეთი ძვირადღირებული სამედიცინო სერვისები, როგორიცაა, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია, რომელის დაფინანსება დაიწყო საქართველოსა და უცხოეთის სამედიცინო დაწესებულებებში, ასევე ონკოლოგიური პაციენტების ტარგენტული, იმონოთერაპიული და ბიფოსფონატების ჯგუფის ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსება, გაფანტული სკლეროზით დაავადებული პაციენტების ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსება, რევამტოიდული ართრიტის მკურნალობა. დაიწყო ფსიქიკური პრობლემების მქონე შშმ პირთა და ფსიქიკური პრობლემების მქონე გერიატრიულ პაციენტთა თავშესაფრით და საცხოვრისით უზრუნველყოფა. 2018 წლიდან გაიცემა სხვადსხვა დამხმარე საშუალებები, მათ შორის ელექტრო სავარძელ- ეტლები, ჟანგბადის კონცენტრატორი, ფუნქციური საწოლი და ა.შ. მინისტრმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა კორონავირუსის პანდემიის პერიოდში განხორციელებულ საქმიანობისა და პროცესში ჩართულ სახელმწიფო უწყებებს, სამედიცინო დაწესებულებესა და სამედიცინო პერსონალს მადლობა გადაუხადა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ზაალ მიქელაძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს უფლებამოსილების შწყვეტის თაობაზე მიმართა. აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის უკვე ყოფილი მინისტრი მმართველი გუნდის მიერ წარგენილია 2020 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად. მისი მინისტრობიდან გადადგომა სწორედ აღნიშნულ გადაწყვეტილებას უკავშირდება.
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)