03:55 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-30 18:50:40, 4285 ნახვა

რეგიონი
აჭარაში ალპური ბოტანიკური ბაღი გაიხსნა

მაღალმთიან აჭარას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული დანიშნულების ადგილი შეემატა. დღეს აჭარაში  გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღი გაიხსნა.

ბოტანიკური ბაღის გახსნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაესწრო და მაღალმთიანი აჭარის ტურისტული პოტენციალის განვითარებაზე და ბოტანიკური ბაღის, როგორც უნიკალური ტურისტული ატრაქციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ ყველანი ერთად ვებრძვით პანდემიას. ამ ტიპის ატრაქციების გახსნა და ბუნების ძეგლის დამატება ამ ძალიან ლამაზი მუნიციპალიტეტისთვის იქნება მეტი წარმატების, მეტი ტურისტის კიდევ ერთი წინაპირობა. ჩვენ ყველა ერთად აქტიურად ვმონაწილეობთ კამპანიაში, რომელიც ემსახურება საქართველოში შიდა ტურიზმის სტიმულირებას.

გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღი იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, სადაც წარმოდგენილია როგორც ალპური, ასევე სუბალპური ნაირსახეობა, რომელიც მაღალმთიანი აჭარისთვის არის დამახასიათებელი.

ჩვენ აქტიურად ვავითარებთ ინფრასტრუქტურას მაღალმთიან აჭარაში. არაუმეტეს სამი წლის განმავლობაში ჩვენ გვექნება დასრულებული ხულო-გოდერძის მონაკვეთი. ამის პარალელურად მწვანე ტბის და ბეშუმის მიმართულებით არაერთი პროექტი ხორციელდება" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ სიტყვით გამოსვლისას.

გოდერძის ალპური ბაღის იდეას 2015 წელს ჩაეყარა საფუჭველი. ბაღის ძირითადი დანიშნულებაა ეკო-განათლების პოპულარიზაცია, კავკასიის ეკო-რეგიონის მცენარეთა კოლექციის თავმოყრა და კონსერვაცია, სოფლად ტურიზმის განვითარება.

ალპურ ბაღში წარმოდგენილია აჭარის სუბალპური და ალპური ზონისთვის დამახასიათებელი უნიკალური მცენარეულობა და მრავალფეროვნება.

პროექტის მხარდამჭერები არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC), არასამთავრობო ორგანიზაცია მერსი ქორფსი (Mercy Corps), „აჭარისწყალი ჯორჯია", ბათუმის, მიუნხენისა და ლოტარეს ბოტანიკური ბაღები.

ტერიტორიაზე წარმოდგენილია მეფუტკრეობის სადემონსტრაციო ზონა, სადაც ჯარას ველური თაფლის უნიკალურ ტრადიციას გაეცნობით.

ალპური ბოტანიკური ბაღის გახსნას შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პატრიკ ფრანცენი, აჭარის მთავრობის წევრები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics