2015-09-05 09:43:09, 536 ნახვა
პოლიტიკა
ბორგე ბრენდე: რუსეთის ქმედებებმა ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა შეძრა
ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის ბორგე ბრენდეს განცხადებით, რუსეთთან საქართველოს კონსტრუქციული ურთიერთობები მნიშვნელოვანია.
ამის შესახებ ბრენდემ „ქორთიარდ მარიოტში“ გამართულ ამბასადორიალზე განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთმა არ უნდა დაივიწყოს ძირითადი საერთაშორისო წესები, რომელსაც ცივილიზებული სამყარო ემორჩილება.
„რუსეთის ქმედებებმა ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა შეძრა. ასეთი ტიპის ქმედებებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს 21-ე საუკუნეში. საქართველოს და უკრაინის კონფლიქტები, ეს მსოფლიოს წინაშე მდგრარი გამოწვევებია“,-განაცხადა ბორგე ბრენდემ.
მისივე განცხადებით, ნორვეგიისთვის საქართველო მნიშვნელოვანია პარტნიორია და ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან