|
2020-07-22 11:07:47, 1580 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში მახალდიანის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა
ნაძალადევის რაიონში მახალდიანის ქუჩის კაპიტალური შეკეთება დასრულდა. საგზაო ინფრასტრუქტურა 1 645 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. ძირითად ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო, ქუჩის ზედა მონაკვეთზე კი ბეტონის გზა მოეწყო. პროექტის ფარგლებში, ასევე, გრუნტის დამჭერი კედლები, კიბეები, ბორდიური და ტროტუარი მოეწყო. ბოლო ეტაპის სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით ჭელიძესთან ერთად გაეცნო. „ლოტკინის დასახლებაში დავასრულეთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი. მახალდიანის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დაახლოებით, 50 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა. აქ იყო ძალიან დაზიანებული ქვაფენილი და მოსახლეობას უჭირდა გადაადგილება. ადგილობრივები დღეს უკვე სრულად კეთილმოწყობილი გზით სარგებლობენ“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ. აღნიშნული პროექტის ღირებულება 118 365 ლარია. ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით შესრულდა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)