03:08 - 19 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-21 17:31:25, 4833 ნახვა

პოლიტიკა
კელი დეგნანი - აუცილებელია მივაღწიოთ იმას, რომ რუსეთმა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

აუცილებელია მივაღწიოთ იმას, რომ რუსეთმა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, - ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა.

დეგნანმა ისაუბრა ოკუპანტი რუსეთის მიერ გატაცებულ საქართველოს მოქალაქეებზეც და აღნიშნა, რომ მსგავსი საკითხები  IPRM-ის შეხვედრებზე უნდა განიხილოს და გადაწყდეს.

„ფუნდამენტური საკითხია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენა. ამ მიმართულებით ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მხარს მტკიცედ უჭერს. ასევე, მხარს უჭერს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატსაც.

მექანიზმები არსებობს და მათი ეფექტური ამოქმედებით, აუცილებელია მივაღწიოთ იმას, რომ რუსეთმა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.  როგორც უკვე აღვნიშნე, მექანიზმები არსებობს“, - განაცხადა ელჩმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
Axios: სომხეთმა გამოაცხადა შეერთებული შტატებისგან თავდაცვის ტექნოლოგიების შეძენის შესაძლებლობა.
ზელენსკიმ ფედოროვთან და სირსკისთან ისაუბრა: გადაწყვეტილებები შემუშავდება
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის საწყობზე თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობამ 60-ს გადააჭარბა
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics