|
2020-07-18 14:45:41, 2467 ნახვა
საზოგადოება
გიორგი გახარია - სულ მალე, თბილისიდან ბათუმში ჩასვლა მაგისტრალის საშუალებით იქნება შესაძლებელი
სულ მალე, თბილისიდან ბათუმში ჩასვლა თანამედროვე მაგისტრალის საშუალებით იქნება შესაძლებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ჯაპანა-ლანჩხუთის ახალი 14 კმ-იანი მონაკვეთის გახსნაზე განაცხადა მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული პროექტი უმნიშვნელოვანესია ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განხორციელებისთვის. „იხსნება ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ჯაპანა-ლანჩხუთის 14 კილომეტრიანი მონაკვეთი. ეს იქნება აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის უმნიშვნელოვანესი მონაკვეთი. ეს გზა ძალიან სახიფათო იყო როგორც ადგილობრივებისთვის, ისე მძღოლებისთვის. პირველ რიგში, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავასრულოთ გურიის მონაკვეთი. აღნიშნული მონაკვეთი გაიხსნება დღეს. გარდა ამისა, პირველი მონაკვეთი გაიხსნება მომავალ წელს, სეზონის დაწყებამდე და მას შემდეგ, რაც დასრულდება ქუთაისის შემოვლითი გზაც, სრული მაგისტრალი გვექნება გახსნილი ლანჩხუთამდე. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განხორციელებისთვის. წლის ბოლომდე ამ მაგისტრალის ახალი 70 კილომეტრი გაიხსნება. რა თქმა უნდა, ამ პროექტის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია რიკოთზე მიმდინარესამუშაოები. იქ ცოტა მეტი დრო დაგვჭირდება, მაგრამ სულ მალე, თბილისიდან ბათუმში ჩასვლა თანამედროვე მაგისტრალის საშუალებით იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)