|
2020-07-17 12:26:11, 3741 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - კვლევებში, სადაც „ქართულ ოცნებას“ 39% დაუწერეს, სავარაუდოდ, წინა ციფრი შეეშალათ, სამის მაგივრად ხუთი უნდა ყოფილიყო
კონკრეტულ კვლევებში, სადაც „ქართულ ოცნებას“ 39% დაუდგინეს, სავარაუდოდ, წინა ციფრი შეეშალათ, 3-იანის მაგივრად 5-იანი უნდა ყოფილიყო, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი ერთადერთი ძალა ქვეყანაში, რომელსაც რეალურად აქვს შანსი, პარლამენტში დიდი უმრავლესობით მოვიდეს. „2011 წლიდან მოყოლებული შეგიძლიათ ამოიღოთ კვლევების სტატისტიკა და ნახოთ, თუ როგორ მანიპულირებდნენ კონკრეტული კვლევითი ორგანიზაციები საზოგადოებრივ აზრზე, რა შედეგებს დებდნენ, ვის სასარგებლოდ დებდნენ და რა შედეგი იდებოდა არჩევნებში. ქვეყანაში ერთადერთი ძალა, რომელსაც აქვს ხალხის, საზოგადოების ძალიან დიდი მხარდაჭერა, არის პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“. პროცენტულობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, უმრავლესობით შევა პარლამენტში „ქართული ოცნება“. კოალიციის შექმნა დღევანდელი მოცემულობიდან შეუძლებელია. ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს „ქართულ ოცნებას“, - განაცხადა კახა კალაძემ. ცნობისთვის, ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით, Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ხვალ რომ არჩევნები იყოს, ამომრჩევლის 39% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)