03:54 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-16 18:29:40, 4424 ნახვა

ეკონომიკა
დღეს ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) ორგანიზებით, ბიზნესთან დიალოგი გაიმართა

დღეს, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) ორგანიზებით, ბიზნესთან დილოგი გაიმართა.

„დღეს საქართველოს კერძო სექტორის წარმომადგენლებს, სააგენტოს უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია და განახლებულ პროგრამები გავაცანით. ბიზნესისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხარდაჭერა და მათთვის საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კერძო სექტორის მხარდაჭერის განახლებული ფინანსური მექანიზმების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება, რადგან ეკონომიკის სტიმულირებისთვის და ქვეყანაში მეწარმეობის განვითარებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობად რჩება მათი ჩართულობა“, - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.

ღონისძიების ფარგლებში მიხეილ ხიდურელმა კერძო სექტორის წარმომადგენლებს  სააგენტოს საქმიანობა, განახლებულ პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დამსწრე საზოგადოება საქართველოს საინვესტიციო სტრატეგიასაც გაეცნენ.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ზურაბ ძნელაშვილი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე, ასევე საბჭოს წევრი კომპანიების წარმომადგენლები და ხელმძღვანელები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics