|
2015-09-03 18:19:46, 584 ნახვა
საზოგადოება
შს მინისტრის მოადგილე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ კონფერენციას დაესწრო
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გოგა რაზმაძე სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ ევროკავშირის მხარდაჭერით ორგანიზებულ კონფერენციას დაესწრნენ. კონფერენციაზე არასამთავრობო ორგანიზაციამ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ქვეითებისა და მძღოლების ქცევის შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგები წარადგინა. კონფერენციის მიზანი იყო დაინტერესებული მხარეებისთვის ინფორმაციის მიწოდება იმ მიზეზების შესახებ, რის გამოც ქვეითები და მძღოლები საგზაო მოძრაობის წესებს არღვევენ. კონფერენციის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამაზე ისაუბრეს, რომელიც შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილის დავალებით მზადდება და უახლოეს მომავალში განხორციელდება. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ ქალაქ თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ლექვინაძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, განათლებისა და მეცნიერების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების წარმომადგენლები, ამერიკის შეერთებული შტატების, ნიდერლანდების სამეფოს, ესტონეთის რესპუბლიკის საელჩოების წარმომადგენლები, არასამთავრობო სექტორი და სხვა დაინტერესებული მხარეები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)