21:24 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-15 11:23:36, 1494 ნახვა

პოლიტიკა
რომან გოცირიძე - ბიძინა ივანიშვილისთვის პოლიტსაბჭოს ყველა წევრი პოტენციურად ვირუსმატარებელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ საარჩევნო შტაბის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილი არ მივიდა იმიტომ, რომ კოვიდ19-ის ეშინია.

გოცირიძე აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის პოლიტსაბჭოს ყველა წევრი არის პოტენციურად ვირუსმატარებელი

„ბიძინა ივანიშვილი ამ შეხვედრებს რომ დაესწროს, საჭიროა სამი რამ: ან უნდა გამოიგონონ ვაქცინა, ან იყიდოს ვირუსგაუვალი სკაფანდრი და ისე მივიდეს და როგორც ჩანს, მას ჯერ ეს სკაფანდრი არ აქვს ან მესამე - დაძლიოს შიში. უახლოეს პერიოდში არ არსებობს თეორიული შანსი ამ სამიდან რომელიმეს შესრულების. ასე რომ, ჩვენ კვლავ ვიხილავთ ბუნკერიდან საუბრებს „ქართული ოცნების“ ოფისთან. ბიძინა ივანიშვილისთვის პოლიტსაბჭოს ყველა წევრი არის პოტენციურად ვირუსმატარებელი,"- განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, გუშინ "ქართული ოცნების" ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. ბიძინა ივანიშვილი არ მივიდა და თანაგუნდელებს სკაიპის საშუალებით ერსაუბრა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics