|
2020-07-14 13:40:47, 3648 ნახვა
კომენტარი
ანატოლი ბიბილოვი - საქართველომ და სააკაშვილმა ე.წ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის მიმართ ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხი უნდა აგოს
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ყველა ქმედება პოლიტიზირებულია, ის სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას საქართველოს ნაწილად განიხილავს, რაც აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული მიდგომაა, - ამის შესახებ ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა გაზეთ „სამხრეთ ოსეთთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, მსოფლიოში ყველამ მშვენივრად იცის, რომ 2008 წელს სამხრეთ ოსეთს თავს საქართველო დაესხა. „ჩვენ კარგად გვესმის დასავლეთის გლობალური პოლიტიკა, რომელიც ორმაგ სტანდარტებზეა დაფუძნებული. მსოფლიოში ყველამ მშვენივრად იცის, რომ 2008 წელს საქართველო დაესხა თავს სამხრეთ ოსეთს. ამის შესახებ არის საუბარი ხაიდი ტალიავინის მოხსენებაში. მაგრამ, სამწუხაროდ, სტრუქტურები რომლებიც უნდა მუშაობდნენ პასუხისმგების საკითზე, წინასწარ არიან უარყოფითად განწყობილები რატომ არ გვაქვს ურთიერთობა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან? იმიტომ, რომ მათი ყველა ქმედება პოლიტიზირებულია. მათ არ სურთ, გააცნობიერონ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისა და სამშვიდობოების მიმართ ჩადენილი დანაშაულების ხასიათი და განიხილავენ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას საქართველოს შემადგენლობაში. ეს აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული მიდგომაა“ - განაცხადა ბიბილოვმა. მისივე თქმით, რუსეთსა და ე.წ სამხრეთ ოსეთში მიმდინარეობს განსაკუთრებული მუშაობა იმისათვის, რომ საქართველომ და პირადად მიხეილ სააკაშვილმა 2008 წელს ე.წ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის მიმართ ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხი აგონ. „ეს საქმე არ მორჩება“, - განაცხადა ბიბილოვმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)