|
2020-07-13 10:54:20, 1663 ნახვა
საზოგადოება
ერთად გადავარჩინოთ ტურიზმი - ტურიზმის საინიციატივო ჯგუფი 15 ივლისს აქციას აანონსებს
„ტურიზმის გადასარჩენად“ - ამ სახელწოდებით, 15 ივლისს, 12 საათზე, ტურიზმის საინიციატივო ჯგუფი მშვიდობიან აქციას აანონსებს. აქცია შავთელის ქუჩაზე, გაბრიაძის მარიონეტების თეატრთან დაიწყება, საიდანაც მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლებენ. მშვიდობიანი მომიტინგეების ძირითადი მოთხოვნებია: რეგულარული ფრენების გახსნა, საჰაერო სივრცეში იმ კომპანიების დაბრუნების მოთხოვნა, რომლებიც წარმატებით ახორციელებდნენ რეგულარულ ფრენებს, საკარანტინო სივრცეების გაუქმება ე.წ მწვანე კორიდორის ქვეყნებთან და კონკრეტული თარიღების მოსმენა რეგულარული ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით. როგორც დეტალებიდან ირკვევა, აქციაზე იქნებიან ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებული პირები, კერძოდ, გიდები, ტურ-ოპერატორები, ტურისტული კომპანიები, მძღოლები, რესტორნები, სასტუმროები და სხვა. ორგანიზატორების განცხადებით, აქცია იქნება მშვიდობიანი და ჩატარდება პოლიტიკური პარტიების გარეშე. „ხაზგასმით ავღნიშნავთ, რომ ჩვენ არ ვითხოვთ საზღვრების გახსნას უპირობოდ ყველა ქვეყანასთან!
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)