|
2020-07-13 02:19:44, 1484 ნახვა
პოლიტიკა
კახა ბექაური გია ჯოხთაბერიძის განცხადებას სიყალბეს და ტყუილს უწოდებს
კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე, კახა ბექაური მაგთიკომის დამფუძნებლის, გია ჯოხთაბერიძის კრიტიკას ტყუილს და სიყალბეს უწოდებს. "გია ჯოხთაბერიძის ტყუილი კომპეტენტურობაზე პრეტენზიის მქონე მედიამ სათაურში გაიტანა და გადამოწმების გარეშე ყალბი ამბის ტირაჟირებას ახდენს. სიმართლე კი ასეთია: ორი ე.წ.:ტრანსატლანტიკური“ კომპანია (ალბათ ტრანსნაციონალურს გულისხმობს), რომელზეც ჯოხთაბერიძე ლაპარაკობს, ერთი თელიასონერაა, მეორე კი - ვიონი, ანუ ბილაინი. ამ უკანასკნელს, დღეს რომ „ტრანსატლანტიკური“ გახდა, ბატონი გია აქამდე რუსულს ეძახდა. რაც შეეხება თელიასონერას ევრაზიის რეგიონიდან გასვლა კომპანიამ 2015 წელს გადაწყვიტა. გასვლის მიზეზი კი ერთ-ერთ შუააზიურ ქვეყანაში კორუფციული სკანდალი იყო. თელიასონერას საქართველოდან გასვლა არ უნდოდა. მიუხედავად ბაზრის სიმცირისა, საქართველო მათთვის მაინც მიმზიდველი იყო, რადგან, მათი აზრით, საქართველოს სატელეკომუნიკაციო გარემო ერთ-ერთი საუკეთესოა აღმოსავლეთ ევროპაში. თელიასონერა მთელი რეგიონიდან გავიდა, რეგიონული ოფისი და სტრუქტურა გააუქმა, შესაბამისად, საქართველოდანაც მოუწია გასვლა. კვალიფიციურ ბიზნესმედიას ამის გადამოწმება არ უნდა უჭირდეს. P.S. ხუთსაათნახევრიან საკომიტეტო მოსმენაზე ბევრმა მსგავსმა სიყალბემ გაიჟღერა. დღეს მხოლოდ ამით შემოვიფარგლები". - თქვა ბექაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)