07:18 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-12 13:56:38, 2864 ნახვა

რეგიონი
საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი აჭარას სტუმრობს

აჭარას  საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი სტუმრობს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე საფრანგეთის ელჩს შეხვდა და რეგიონის კულტურულ-ისტორიულ ღირსშესანიშნაობები, მიმდინარე და დაგეგმილი მნიშვნელოვნი პროექტები გააცნო.

“აჭარაში ვმასპინძლობთ ჩვენი მეგობარი ქვეყნის საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში დიეგო კოლასს.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პარტნიორები სახელმწიფოები კარგად იცნობდნენ ჩვენს რეგიონს, მის ტურისტულ პოტენციალს. ვუერთდებით კამპანიას - ,,იმოგზაურე საქართველოსთვის", რომელიც შიდა ტურიზმის სტიმულირებას ისახავს მიზნად.

დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ მაქსიმალურად უსაფრთხოდ წარვმართოთ მიმდინარე ტურისტული სეზონი” ,  - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ საფრანგეთის ელჩთან შეხვედრისას.

საქართველომ ევროპის 5 ქვეყანასთან მათ შორის საფრანგეთთან უპირობოდ გახსნა საზღვები.  საფრანგეთის ელჩი გაეცნო კულტურულ დანისტორიულ ღირშესანიშნაობებს აჭარაში, დაათვალიერა ბათუმის ბოტანიკური ბაღი, პეტრას და გონიო-აფსაროსის ციხე, ბათუმის ბულვარი, რომელიც უკავშირდება მე-19 საუკუნის ცნობილი ფრანგი მებაღის მიშელ დალფონსის მოღვაწერობას ბათუმში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics