2015-09-03 10:01:48, 408 ნახვა
პოლიტიკა
თამაზ მეჭიაური: ივანიშვილს ვადანაშაულებ, რომ „ენჯეოშნიკ სოროსელს“ საქსოვი ჩხირები გააგდებინა და ვეტოთი აღჭურვა
„ბიძინა ივანიშვილს ვადანაშაულებ, რომ მან „ენკეოშნიკ სოროსელს“ საქსოვი ჩხირები გააგდებინა და ვეტოთი აღჭურვა“, – ამის შესახებ საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარემ პარლამენტში განაცხადა, სადაც „საქართველოს ეროვნული ბანკის“ შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის შენიშვნებს განიხილავდნენ.
მან ყოფილი პრემიერი გიორგი მარგველაშვილის გაპრეზიდენტების გამო გააკრიტიკა.
„რაში დავადანაშაულებ ბიძინა ივანიშვილს– რომ მან „ენჯეოშნიკი სოროსელი“, როცა მას ეჭირა საქსოვი ჩხირები, ის გააგდებინა და ვეტოთი აღჭურვა. რომლითაც დღესდღეობით ნერვებს გვიშლის ჩვენც და მოსახლეობასაც“, – აღნიშნა მეჭიაურმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან