|
2020-07-10 12:17:55, 3047 ნახვა
პოლიტიკა
დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე „ელექტრონული კომუნიკაციების" შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტი დაჩქარებული წესით განიხილეს
დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე „ელექტრონული კომუნიკაციების" შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტი დაჩქარებული წესით განიხილეს. კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა სხდომაზე განაცხადა, რომ „კანონპროექტის თანახმად, აღსრულების ისეთი მექანიზმის გამოყენება, როგორიც არის, სპეციალური მმართველის დანიშვნა, შეიძლება მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ავტორიზებული პირი კომისიის მიერ მინიმუმ ოთხჯერაა სანქცირებული (გაფრთხილება და 3 ჯარიმა). „კანონის თანახმად კომუნიკაციების კომისიას ავტორიზაციის შეჩერება/ლიცენზიის გაუქმება შეუძლია ავტორიზებული პირის პირველად დაჯარიმების შემდეგ. ანუ ისე, რომ არ დაელოდოს შემდეგ ჯარიმებს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია დრო. კერძოდ, ავტორიზებულ პირებს დარღვევის აღმოსაფხვრელად და კომისიის გადაწყვეტილების შესასრულებლად ყოველთვის ეძლევათ გონივრული ვადა და ის დამოკიდებულია შესასრულებელი გადაწყვეტილების შინაარსზე. შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიის მიერ ავტორიზებული პირის მიმართ გაფრთხილების და სამივე ჯარიმის გამოყენება დროში საკმაოდ გაწელილი პროცესია და ავტორიზებულ პირებს აქვთ საკმარისზე მეტი დრო დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად",- განაცხადა კახა ბექაურმა. კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ცვლილებების პაკეტი არ მოიცავს სანქციის ახალი სახეს, რადგან დღეს მოქმედი კანონმდებლობით კომისიას სანქციების დაკისრება ისედაც შეუძლია, მათ შორის ისეთი მძიმე სანქციის როგორიც ავტორიზაციის შეჩერებაა. „კანონპროექტის თანახმად, აღსრულების ისეთი მექანიზმის გამოყენება, როგორიც არის, სპეციალური მმართველის დანიშვნა, შეიძლება მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ავტორიზებული პირი კომისიის მიერ მინიმუმ ოთხჯერაა სანქცირებული (გაფრთხილება და 3 ჯარიმა). აღსრულების შემდგომმა გადადებამ ან მეორეს მხრივ, ავტორიზაციის შეჩერებამ/ლიცენზიის ჩამორთმევამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირების, მომხმარებლების კანონიერ ინტერესებს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს. სპეციალური მმართველის დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ ყველა ამ მოცემულობის კუმულატიურად არსებობის შემთხვევაში",- განაცხადა ბექაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)