|
2020-07-09 15:27:06, 1468 ნახვა
საზოგადოება
მეუნარგიას ქუჩაზე ასფალტის საფარი იგება
ჩუღურეთის რაიონში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს. მიმდინარე პროცესს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე ადგილზე გაეცნო. „მეუნარგიას ქუჩაზე ვაწარმოებთ საგზაო სამუშაოებს. ასევე, თავიდან ვაწყობთ საფეხმავლო ბილიკს. ყველაზე მთავარი არის ის, რომ ადგილობრივ მოსახლეობას დანაპირები შევუსრულეთ. მიმდინარე წელს, მსგავსი სამუშაოები ჯამში, 20 ქუჩაზე განხორციელდა. წლის ბოლომდე ასფალტის საფარი კიდევ 20-მდე ქუჩაზე მოწესრიგდება“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბორდიურები და საფეხმავლო ბილიკი. ძველ ამორტიზებულ გზის საფარს კი, ახალი ორფენიანი ასფალტი ჩაანაცვლებს. სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს და მისი ღირებულება 80 000 ლარია.
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
პოლიციამ ბერლინში ლგბტ პრაიდზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ტერორისტი მოკლა
გორში სპილენძის მოპარვისთვის 4 პირი დააკავეს, მათ 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება შეკრების თავისუფლებას უხეშად არღვევს – საია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)