|
2020-07-08 18:36:43, 4020 ნახვა
კომენტარი
ბოკერია - მთავრობის გადაწყვეტილება რამდენიმე ქვეყანასთან ფრენების აღდგენაზე სწორია, მაგრამ დაგვიანებული
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან ფრენების აღდგენაზე მთავრობის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. როგორც ბოკერიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება სწორია, მაგრამ უკვე დაგვიანებულია. „მგონი ყველას ესმის, გარდა ივანიშვილის გუნდისა, რომ გადაადგილების თავისუფლება და მათ შორის მოგზაურობის შესაძლებლობა, არ არის ვიღაცის ფუფუნება. ეს არის ჩვენი მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის შანსის გაჩენა, რომ იმ მძიმე მდგომარეობაში, რომელშიც პანდემიამ და ივანიშვილის გუნდის უგუნურმა ნაბიჯებმა ჩააგდო ქვეყანა, აქედან გამოსვლა დავიწყოთ. ეს უკავშირდება არამარტო ტურიზმს და მოქალაქეების ჩამოსვლას, არამედ ჩვენი მოქალაქეების შესაძლებლობას, რომ ჩავიდნენ და დროებითი სამუშაო ნახონ. უამრავი მიზეზი არსებობს რატომ და როგორ შეუწყობს ხელს გადაადგილება ჩვენს მოქალაქეებს, რომ ამ უმძიმესი მდგომარეობიდან გამოვიდნენ ან არ დაუმძიმდეთ ეკონომიკური მდგომარეობა. ამ ვითარებაში ჩვენ ვხედავდით დღეებისა და კვირეების განმავლობაში უტიფარ და ბრიყვულ პასუხებს ივანიშვილის გუნდისგან, მათ შორის პრემიერ-მინისტრ გახარიასა და სხვა მინისტრებისგან, რომ არ გვაწყობს ფრენები. მაშინ, როცა ევროკავშირმა კიდევ ერთხელ გამოგვიწოდა ხელი და უკვე რამდენი ხანია მიიღო გადაწყვეტილება, გაუხსნას საქართველოს ფრენის შესაძლებლობა. ამ ვითარებაში ჯიუტად გვპასუხობდნენ „ევროპულ საქართველოს“ და ახლა საზოგადოებრივი წნეხის ქვეშ მოექცნენ და როგორც იქნა გახსნეს რამდენიმე ქვეყანასთან გადაადგილების შესაძლებლობა, რაც არის სწორი, მაგრამ დაგვიანებული გადაწყვეტილება. დააგვიანეს და უკვე ზიანი მიაყენეს ხალხს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)