|
2020-07-08 18:10:53, 2366 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი: ფერმერები ყურძნის ჩაბარებას შეძლებენ ისეთ ფასში, რომ მათი შრომა დაფასდეს
„წელს, რთველთან მიმართებაში, ბევრი გამოწვევის წინაშეა არა მხოლოდ საქართველო, არამედ ბევრი სხვა ქვეყანა, სადაც ყურძნის რეალიზება შეფერხებულია. წარმოების კუთხით ლიდერ ევროპულ ქვეყნებში, როგორებიც არის ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, ძალიან რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება უწევთ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის არცერთ წელს არ ყოფილან ფერმერები მარტო გამოწვევების წინაშე. სახელმწიფო ყოველთვის აკეთებს მაქსიმუმს იმისათვის, რომ რეალიზებული იყოს ბოლო კილოგრამამდე ყურძენი და ფერმერებს ჩაბარების პრობლემა არ შეექმნათ. ამავე დროს, ფერმერებმა ყურძნის ჩაბარება უნდა შეძლონ ისეთ ფასში, რომ მათი შრომა დაფასდეს. ეს არის საკითხის როგორც ეკონომიკური ნაწილი, ასევე ძალიან დიდია სოციალური ფაქტორი, რომელსაც ვითვალისწინებთ. რთველის ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ მთავრობის დადგენილება გამოვა სულ მოკლე ხანში, რაზეც პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს. ჩვენ, დამატებით, დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
პოლიციამ ბერლინში ლგბტ პრაიდზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ტერორისტი მოკლა
გორში სპილენძის მოპარვისთვის 4 პირი დააკავეს, მათ 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება შეკრების თავისუფლებას უხეშად არღვევს – საია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)