|
2020-07-08 11:28:38, 2254 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე - ყვითელი ავტობუსები, რომლებიც მგზავრებისთვის პრობლემას წარმოადგენს, ძალიან მალე ჩანაცვლდება
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ყვითელი ავტობუსები, რომლებიც მგზავრებისთვის პრობლემას წარმოადგენს, ძალიან მალე ჩანაცვლდება. როგორ კალაძემ მერიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადადგმულია, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტის პარკი მთლიანად იყოს განახლებული. „სატრანსპორტო პოლიტიკა ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. სატრანსპორტო პოლიტიკა შედგება ძალიან ბევრი კომპონენტისგან. ჩვენ ამ მიმართულებით გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები იმისთვის, რომ არსებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის პარკი მთლიანად იყოს განახლებული, მოწესრიგებული და პროცესი უკვე დაწყებულია, თუმცა ჯერ დასრულებული არ არის. ძალიან მალე მთლიანად გვექნება ჩანაცვლებული არსებული ყვითელი ავტობუსები, რომლებიც პრობლემას წარმოადგენს მგზავრებისთვის და ქალაქისთვის, მაგრამ ჩვენ როგორც მოგეცით პირობა ეს პრობლემა ძალიან მალე იქნება მოგვარებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
პოლიციამ ბერლინში ლგბტ პრაიდზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ტერორისტი მოკლა
გორში სპილენძის მოპარვისთვის 4 პირი დააკავეს, მათ 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება შეკრების თავისუფლებას უხეშად არღვევს – საია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)