|
2015-01-28 10:48:35, 793 ნახვა
პოლიტიკა
ჯეიმს აპატურაიმ ლევან დოლიძეს გამოსამშვიდობებელ საღამოზე უმასპინძლა
სამხრეთ კავკასიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი ლევან დოლიძის საქმიანობას ნატო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის პოსტზე დადებითად აფასებს. ამის შესახებ აპატურაიმ ლევან დოლიძესთან გამოსამშვიდობებელი საღამოს გამართვის შემდეგ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა. „გამოსამშვიდობებელი საღამო მქონდა ლევანთან, საქართველოს შესანიშნავ ელჩთან ნატოში და მის მომხიბვლელ მეუღლესთან ქეთევანთან. შეიძლება ის დიპლომატი არ არის განათლებით, მაგრამ შესანიშნავი საქმე გაუკეთა საქართველოს. ასევე მქონდა პატივი შევხვედროდი საქართველოს ელჩს ევროკავშირში, რომელმაც ასევე ძალიან ბევრი გააკეთა, საქართველოს ევროპული მომავლისკენ სვლისთვის", - წერს აპატურაი. აპატურაიმ „ფეისბუქის“გვერდზე ლევან დოლიძესთან, მის მეუღლესთან და ევროკავშირში საქართველოს ელჩ ნატალი საბანაძესთან ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)