03:25 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-01 18:11:56, 568 ნახვა

საზოგადოება
ამერიკელმა ექსპერტებმა წყნეთი-სამადლოს მეწყრისგან დაზიანებული მონაკვეთი მოინახულეს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა წყნეთი-სამადლოს გზის დამეწყრილი მონაკვეთი ამერიკის სატყეო სააგენტოს ექსპერტებთან და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.

ამერიკის სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები საქართველოში ამერიკის განვითარების სააგენტოს (USAID)ფინანსური მხარდაჭერითა და მოწვევით ჩამოვიდნენ, რათა ქართულ მხარეს 13 ივნისის სტიქიის შედეგების აღმოფხვრაში დაეხმარონ. 

13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანდა და სრულიად გამოვიდა მწყობრიდან წყნეთი -სამადლოს გზის მონაკვეთი. მისი აღდგენის საკითხი მოითხოვს საფუძვლიან კვლევას. ამერიკელი ექსპერტები გზის აღნიშნულ მონაკვეთს, ასევე ვერეს ხეობასა  და მეწყრისაგან დაზიანებულ სხვა მონაკვეთებს  შეისწავლიან  და ქართულ მხარეს გაუწევენ რეკომენდაციას, თუ რა სახით აღდგება დაზიანებული გზა და როგორ მოხდება ვერეს კალაპოტის დამბებში მოქცევა, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული მოსახლეობის უსაფრთხოება.

მხოლოდ სრულფასოვანი, საერთაშორისო ექსპერტების მიერ გაკეთებული დასკვნის საფუძველზე გახდება შესაძლებელი კონკრეტული პროექტის შემუშავება. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
ივანიშვილის ყოფილი პირადი მცველი შს მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics