01:14 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-06 19:34:39, 2353 ნახვა

ეკონომიკა
მაჭავარიანი -  ქართველი მეწარმეები ცდებიან თუ ჰგონიათ, რომ საზღვრების გახსნით შემოსავალი მოემატებათ

„ქართველი მეწარმეები ცდებიან თუ ჰგონიათ, რომ საზღვრების გახსნით შემოსავალი მოემატებათ“ , - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ეკონომიკას სერიოზული პრობლემების აქვს და საზღვრების გახსნის შემთხვევაში ეს უფრო დიდი პრობლემა გახდება.

“მინდა ყველა ქართველ მეწარმეს ვუთხრა - თუ ვინმეს ჰგონია, რომ გახსნის შემთხვევაში მათ შემოსავლები მოემატებათ, ცდებიან.

კოვიდის გავრცელების პირობებში ისე შეიზღუდება ეკონომიკური აქტივობა, რომ ჩვენ გავაუარესებთ ეკონომიკურ მდგომარეობას. ჩვენ დღეს გვაქვს სერიოზული პრობლემა ეკონომიკაში, მცირდება, მინუსდება როგორც მთელ მსოფლიოში. სავარაუდოდ, ვფიქრობთ რომ -6 პროცენტზე ავა, თუმცა უკონტროლო გახსნის შემთხვევაში, -6 კი არა -7 და -8% იქნება. ამით არის გამოწვეული ის სიფრთხილე, რომელსაც საქართველოს მთავრობა იჩენს” ,  - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics