|
2020-07-06 17:28:00, 4284 ნახვა
კომენტარი
მოგვეცით მუშაობის საშუალება - ტურისტული ჯგუფებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აქცია გამართეს
მოგვეცით მუშაობის საშუალება, აღადგინეთ ფრენები, ტურიზმი არ არის საფრთხე - ამ ლოზუნგებით ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან, ტურისტული ჯგუფებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აქცია გამართეს როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ალექსანდრე პაიკიძემ „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, მათი ძირითადი მოთხოვნაა, რომ მიიღონ კონსტიტუციური პასუხები ხელისუფლებისგან, თუ რატომ არ შეიძლება ტურიზმის გახსნა. „ტურიზმის სექტორში, რომელიც არის ძირითადი მამოძრავებელი ძალა ქართული ეკონომიკის, შექმნილი ძალიან ღრმა პრობლემების გამო, ჩვენი მოთხოვნაა, რომ დაგველაპარაკონ, დავსხდეთ და ვისაუბროთ მიზნებზე, რადგან მიზნების გარეშე რთულია რაიმეზე საუბარი. გაიხსნას საზღვრები იმ მწვანე ზონებთან, რომლებსაც თვითონვე ამბობდნენ და ამ ქვეყნებზეა საუბარი, ცხადია, სადაც არის მზადყოფნა. ამასთანავე, რა თქმა უნდა, გაუქმდეს საკარანტინე ზონები, ვინაიდან კარანტინისთვის არც ერთი სტუმარი არ გაიმეტებს თავს, ორი კვირა ჩამოვიდეს საქართველოში და იყოს კარანტინში. ძირითადი მოთხოვნები არის ვილაპარაკოთ კონსტიტუციურად, რატომ არ შეიძლება ტურიზმის გახსნა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯერ კრიზისი არ დაწყებულა და სექტემბერში ვნახავთ, რა უბედურებაც გველის წინ ჩვენი თვითმიზანი არ არის აქციების მართვა და ორმოც გრადუს სიცხეში ქუჩაში გარეთ დგომა, საქმის გაკეთება გვინდა. ეს არის სოციალური თემა და მოთხოვნაც, შესაბამისად სოციალურია. ცხადია, ველოდებით მათ გამოხმაურებას და შემდეგ უკვე გამოჩნდება, რა ნაბიჯებს გადავდგამთ“ , - განაცხადა ალექსანდრე პაიკიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)