|
2015-09-01 11:41:02, 415 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ელჩებს საგარეო საქმეთა ახალ მინისტრს ხვალ ამბასადორიალზე წარუდგენს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ელჩებს საგარეო საქმეთა ახალ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ხვალ ამბასადორიალზე წარუდგენს. ამის შესახებ ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განუცხადა. "ხვალ დილით იწყება ამბასადორიალი და ჩვენს ელჩებს წარვუდგენ ახალ მინისტრს ვიცე-პრემიერ, გიორგი კვირიკაშვილს. ამიტომ, მე კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ორივე ეს ადამიანი-გიორგი კვირიკაშვილი, დიმიტრი ქუმსიშვილი იყვნენ ძალიან წარმატებული თავიანთ პოსტებზე და მჯერა, რომ მათი საქმიანობა ახალ თანამდებობებზე კიდევ უფრო წარმატებული და ეფექტიანი იქნება",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დიმიტრი ქუმსიშვილმა შეცვალა, თავად გირგი კვირიკაშვილმა კი, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი დაიკავა. ცნობისთვის, 2015 წლის 2-4 სექტემბერს თბილისში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა - ამბასადორიალი-2015 გაიმართება. 2 სექტემბერს ამბასადორიალი ოფიციალურად გაიხსნება, ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, თამარ ბერუჩაშვილი მიმართავენ. ამბასადორიალის გახსნის ცერემონიას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები დაესწრებიან.
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)