|
2015-09-01 12:01:44, 435 ნახვა
პოლიტიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვანი რეფორმა გაგრძელდება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის კანდიდატმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პრემიერ–მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და ვიცე–პრემიერს გიორგი კვირიკაშვილს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. მან უწყების პრიორიტეტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი რეფორმა თუ პროექტი, გაგრძელდება. „ მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, ვიცე პრემიერს ბატონ გიორგი კვირიკაშვილს გამოცხადებული ნდობისთვის. ყველასთვის ცნობილია, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია აღებული ეკონომიკური კურსის უწყვეტობა. მე ახლა ვგრძობ კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას, რათა ყველა ის პროექტი და რეფორმა, რომელიც წამოწყებულია ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის და ბატონი გიორგი კვირიკაშვილის მიერ, იყოს წარმატებული, გაგრძელდეს და წარმატებით დასრულდეს. კერძო სექტორის წახალისება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ტურიზმის სფეროს განვითრება, ექსპორტზე ორიენტირებული პროდუქციის და მომსახურების წარმოებაში საქართველოს პოტენციალის ამაღლება, ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერება, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში განსახორიცელებელი რეფორმების გატარება, საპენსიო რეფორმა, ქვეყნის ინტერნეტიზაცია, სახელმწიფო ქონების ეფექტური მართვა, სწორედ ეს არის პრიორიტეტები, რომელთა განხორციელებაზე მუშაობს ეკონომიკის სამინისტრო, საქართველოს პრემირ-მინისტრის და ვიცე პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით. მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ყველა ეს პრიორიტეტი და მრავალი სხვა ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი რეფორმა თუ პროექტი, გაგრძელდება უწყვეტად“, – აღნიშნა ქუმსიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)