00:07 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-02 13:31:51, 3431 ნახვა

ეკონომიკა
ლაგოდეხში, „თიბისის“ მხარდაჭერით, თხილის საწარმო - „აგრითრეიდი“ გაიხსნა

„თიბისის“ მხარდაჭერით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თელაში, თხილის საშრობ-სასაწყობო საწარმო - შპს „აგრითრეიდი" გაიხსნა.

პროექტი თიბისისა და USAID-ის თანადაფინანსებით განხორციელდა და ადგილობრივ მოსახლეობას ასაქმებს.

შპს „აგრითრეიდი" თვეში 1000 ტონა გაუტეხავ თხილს გადაამუშავებს, რომელიც ექსპორტზე - ძირითადად ჩინეთში, ისრაელსა და მექსიკაში რეალიზდება. საწარმო ნედლეულს ადგილობრივი ფერმერებისგან ჩაიბარებს.

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერაა ინიცირებული. პროექტის მიზანია ფერმერებისა და სოფლის მეურნეობაში ჩართული მეწარმეების იაფი, გრძელვადიანი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის გზით, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესება.

თიბისის სოფლის მეურნეობის სექტორში ჯამურად 500 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული  და ამ სფეროს დაფინანსების მიმართულებით ის ლიდერი ბანკია.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics