|
2020-07-01 14:06:53, 2076 ნახვა
საზოგადოება
აქცია სარფის საბაჟოსთან - თურქეთში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეები საზღვრის გახსნას ითხოვენ
თურქეთში დასაქმებულმა საქართველოს მოქალაქეებმა, სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან საპროტესტო აქცია მოაწყვეს. მომიტინგეები საქართველო-თურქეთის საზღვრის გახსნას ითხოვენ. როგორც ერთ-ერთმა აქტივისტმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რა მნიშვნელობა აქვს, მშიერი მოკვდება თუ ვირუსი მოკლავს. "ყოველ დღე გადავდიოდით, რომ სახლში 10 ლარი მოგვეტანა. 5 სულიანი ოჯახის პატრონი ვარ, ავადმყოფი, წამლები მჭირდება. აქამდე ყოველ დღე გადავდიოდით საზღვარზე სახლში, რომ ორი კაპიკი მოგვეტანა. გასაგებია, რომ ვირუსთან ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლო, დაგვიწესონ კონტროლი და გაგვიხსნან საზღვარი, რა მნიშვნელობა აქვს მშიერი მოვკვდები თუ კორონავირუსისგან. არავითარი კომპენსაცია არაფერი მიგვიღია, ერთხელაც გულთან არავის მიუტანია, ერთხელ პროდუქტი არავის მოუტანია", - განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა.
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით "ჯეოკეპმა" ახალი საწარმო გახსნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)