22:45 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-30 11:30:03, 2446 ნახვა

ეკონომიკა
სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები რწყვის სეზონის პარალელურად უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო ინფრასტრუქტურის   სარეაბილიტაციო სამუშაოებს რწყვის სეზონის პარალელურად უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს. 

ქვემო ქართლში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ზემო სამგორის სარწყავი სისტემის   რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სამუშაოების ფარგლებში მოეწყო ახალი, მონოლითური რკინაბეტონის წყალგამანაწილებელი არხის 2500 მეტრიანი მონაკვეთი, ძველ (ამორტიზირებულ) ღარულ არხს ჩაუტარდება დემონტაჟი;  ჩატარდა ფილტრაციის საწინააღმდეგო ღონისძიებები,   გაკეთდა წყალგამშვებები.

ამავე პროექტის ფარგლებში ეწყობა მეორე რიგის წყალგამანაწილებელი ახალი არხი სიგრძით 2 კმ. დაგეგმილია წყალგამშვებების, სხვადასხვა ზომის სიღრმული და ზედაპირული ფარების მონტაჟი.

ჩატარებული სამუშაოების შედეგად, წყლის მიწოდება გაუმჯობესდება და რეგულარულად მოირწყვება 400 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი.

აღდგენილი საირიგაციო სისტემით სოფელი  სართიჭალისა და  მუღანლოს მოსახლეობა ისარგებლებს.

პროექტის ღირებულებაა   1 775 000 მლნ ლარი.

სამელიორაციო ობიექტზე მიმდინარე სამუშაოებს შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური  დირექტორი   დავით წითლიძე გაეცნო.

ზემო სამგორის სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები  2020 წლის შემოდგომაზე დასრულდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics