22:46 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-30 10:32:15, 2564 ნახვა

ეკონომიკა
დავით თვალაბეიშვილი - ენერგეტიკული ბაზრის დერეგულირება პოზიტიურად აისახება საყოფაცხოვრებო სექტორის ენერგომომარაგებაზე

„ელექტროენერგიის ბირჟის ამოქმედება, რომელიც ენერგეტიკული რეფორმის ფარგლებში შეიქმნა, ერთნაირად მნიშვნელოვანია როგორც ენერგეტიკული სექტორისთვის, ასევე საბოლოო მომხმარებლებისთვის. ბაზრის დერეგულირება და ლიბერალიზაცია ერთნაირად პოზიტიურად აისახება როგორც კომერციული, ასევე საყოფაცხოვრებო სექტორის ენერგომომარაგებაზე," - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილმა განაცხადა.

თვალაბეიშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ენერგეტიკის კომიტეტის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში.

მისი თქმით, რეფორმის მიზანია ადგილობრივი ენერგორეგულაციების ევროპულთან ჰარმონიზაცია, რაც ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიის (სემეკი) თავმჯდომარე დავით ნარმანია, ენერგეტიკული ბირჟის დირექტორი ირინა მილორავა, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" რეაბილიტაციის მმართველი უჩა უჩანეიშვილი და ესკოს (ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი) გენერალური დირექტორი ზაზა დვალიშვილი.

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა „ელექტროენერგიის ბაზრის წესების პროექტზე", რომლის საჯარო განხილვაც სემეკის ორგანიზებით მიმდინარეობს. ბიზნესის წარმომადგენლებს, რომელთა შორისაც, ძირითადად, ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლები იყვნენ, აინტერესებდათ ელექტროენერგეტიკული ბაზრის მოწყობის პრინციპები. ოფიციალური პრეზენტაციების შემდეგ, შეხვედრაზე მოწვეულმა სტუმრებმა ბიზნესის შეკითხვებს გასცეს პასუხები.

აღინიშნა, რომ ელექტროენერგეტიკული დღით ადრე (საათური) ბაზრის და საბალანსო ბაზრის დანერგვის შედეგად, გაიზრდება საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის ენერგეტიკული პოტენციალი, გაჩნდება მეზობელ ქვეყნებთან ბაზრის ინტეგრაციისა და ლიკვიდურობის ზრდის ახალი შესაძლებლობები, გაუმჯობესდება საინვესტიციო გარემო, რაც ხელს შეუწყობს  მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვას ენერგეტიკის სფეროში. ელექტროენერგიის საბითუმო ორგანიზებული ბაზრები 2021 წლიდან ამოქმედდება და დღით ადრე, საათობრივი ბაზრისა და საბალანსო მექანიზმის დანერგვას ითვალისწინებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics