22:45 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-29 15:19:17, 2097 ნახვა

ეკონომიკა
პრემიერი - როგორც კი შესაძლებლობა გვექნება, ფრთხილად გავხსნით საზღვრებს

„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ როგორც კი შესაძლებლობა გვექნება, ფრთხილად გავხსნათ საზღვრები“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის ურთიერთობებს ევროკავშირთან, სატრანსპორტო თვალსაზრისით, არაფერი ემუქრება.

„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ როგორც კი შესაძლებლობა გვექნება, ფრთხილად გავხსნათ საზღვრები. ერთი რამე გაითვალისწინეთ, თითოეული ჩვენი ნაბიჯი, იმ სპეკულირების მაგივრად, რომელსაც პარლამენტიდან დაწყებული ზოგიერთი ტელევიზიით ავრცელებენ, მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზეზით იდგმება და მიზეზი ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაა. ჩვენს ურთიერთობებს ევროკავშირთან არაფერი, ამ სატრანსპორტო თვალსაზრისით, არ ემუქრება“, - განაცხადა გახარიამ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics