|
2015-08-31 11:40:59, 512 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი: მჯერა, რომ სოსო დანელია მარტვილში დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარტვილში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატად სოსო დანელიას კანდიდატურა წარადგინა. როგორც პრემიერმა კოალიციის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მას სჯერა, რომ სოსო დანელია მარტვილში დამაჯერებლად გაიმარჯვებს. „მარტვილის მაჟორიტარ კანდიდატად წარმოგიდენთ ბატონ სოსო დანელიას. ბატონი სოსო წარმოშობით მარტვილიდან გახლავთ. ვფიქრობ, რომ მარტვილელები მის ბიოგრაფიას კარგად იცნობენ. მას აქვს დიპლომატიურ სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება. ის სხვადასხვა თანამდებობეზე წლების განმავლობაში მუშაობდა იტალიის რესპუბლიკაში. გარდა ამისა, იგი არის სამეცნიერო ნაშრომების ავტორი და მინიჭებული აქვს სამეცნიერო ტიტულები საქართველოსა და ასევე იტალიაში. მჯერა, რომ ბატონი სოსო მოიპოვებს დამაჯერებელ გამარჯვებას თავის მშობლიურ მარტვილში. ის მაქსიმალურად გამოიყენებს თავის ცოდნას და გამოცდილებას. ბატონი სოსო ჩვენი ხალხის ნამდვილი რჩეული იქნება ქვეყნის პარლამენტში“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ამასთან, სოსო დანელიამ პრემიერ-მინისტრს და კოალიცია „ქართულ ოცნებას“ მადლობა გადაუხადა მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენისთვის და აღნიშნა, რომ თავის გამოცდილებას მარტვილის რაიონის საუკეთესოდ წარმოჩენისთვის გამოიყენებს. „უპირველეს ყოვლისა დიდი მადლობა ბატონო პრემიერო ნდობისთვის. მადლობა „ქართულ ოცნებას“, რომ გადაწყვიტა ჩემი კანდიდატურა წარედგინა მარტვილის რაიონში, სადაც მე დავიბადე და გავიზარდე. დარწმუნებული ვარ, რომ გავიმარჯვებთ. დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ ისე როგორც საჭიროა დადებს მაღალ პროცენტს ამ არჩევნებში. ჩემს გამოცდილებას, რომელიც დამიგროვდა წლების განმავლობაში ჩემს საყვარელ რაიონს და ხალხს მოვახმარ. დარწმუნებული იყავით ამაში ბატონო პრემიერო. მთელ ჩემს ენერგიას გამოვიყენებ იმისთვის, რომ ჩემი რაიონი საუკეთესოდ წარსდგეს“,-განაცხადა სოსო დანელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)