22:46 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-26 16:34:58, 2585 ნახვა

ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი: პანდემიის გამო, ღვინის სექტორს, გაყიდვებთან დაკავშირებით, გარკვეული სირთულეები აქვს

პანდემიის გამო, ღვინის სექტორს, გაყიდვებთან დაკავშირებით, გარკვეული სირთულეები აქვს, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლიოს მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მინისტრმა კომენტარი ჟურნალისტებთან პარლამენტში გააკეთა, სადაც საქართველოს პრემიერ- მინისტრი გიორგი გახარია მთავრობის საქმიანობის 2019-2020 წლის ანგარიშს წარადგენს.

„ჩვენ გვქონდა არაერთი შეხვედრა ღვინის კომპანიების წარმომადგენლებთან, მეწარმეებთან, მევენახეებთან. ჩვენ ვიცით, რომ პანდემიიდან გამომდინარე, ტურიზმთან დაკავშირებულ სექტორებს, მათ შორის, ღვინის სექტორს, გაყიდვებთან დაკავშირებით გარკვეული სირთულეები აქვს. საექსპორტო გაყიდვები ზოგიერთ ბაზარზე  შემცირებულია. ჰორეკას სექტორი - სასტუმროები, რესტორნები, კაფეები, სადაც პირდაპირ, უშუალოდ მიეწოდება პროდუქტი, პანდემიიდან გამომდინარე, ფაქტობრივად დაკეტილი იყო როგორც ევროპის წამყვან ქვეყნებში, ისე ჩვენ სამეზობლოში. ეს ფაქტორი აისახა ღვინის გაყიდვებზე. ჩვენი გაყიდვები, წინა წლის რეკორდულ მაჩვენებელთან შედარებით, დაახლოებით 10-15%-ით შემცირდა“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა კომენტარი ჟურნალისტებთან პარლამენტში გააკეთა, სადაც საქართველოს პრემიერ- მინისტრი გიორგი გახარია მთავრობის საქმიანობის 2019-2020 წლის ანგარიშს წარადგენს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics