|
2015-08-30 15:42:40, 605 ნახვა
საზოგადოება
ეკა ხოფერია: ყოველთვის ინგას გვერდში ვიდგები და ჩემი კოლეგებისთვის გადაცემების დახურვას გავაპროტესტებ
ტელეკომპანია იმედის მიერ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქშოუების სეგმენტის შეჩერებას ჟურნალისტი ეკა ხოფერია ეხმაურება. ხოფერია სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს: "და მაინც გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ! რატომღაც მგონია, რომ ეს ისტორია ინგაზე დასრულდება კარგად! მე ყოველთვის მის გვერდში ვიდგები და ყოველთვის გავაპროტესტებ ჩემი კოლეგებისთვის გადაცემების დახურვას. ინგა პირველი და ლამის ერთადერთი იყო, ვინც მხარში დამიდგა, როცა პირდაპირი ეთერიდან წამოვედი. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ძალიან. შეიძლება მოგწონდეთ მისი წაყვანის მანერა, შეიძლება - არა, მაგრამ , ვფიქრობ, ვთანხმდებით იმაზე, რომ ის ერთ- ერთი ძლიერი ჟურნალისტია ჩვენს მედია- სივრცეში და მისთვის გადაცემების დახურვა მინიმუმ მეტ განმარტებას მოითხოვს საზოგადოებისთვის. საშემოდგომო სატელევიზიო სეზონზე ტელეკომპანია იმედი დროებით აჩერებს საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქშოუების სეგმენტს.ამის შესახებ ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. "ამის მიზეზია ჩვენი სურვილი, შევცვალოთ არსებული გადაცემების ფორმატი და შევიმუშაოთ თვისობრივად ახალი სატელევიზიო პროდუქტი, რომელსაც შევთავაზებთ მაყურებელს 2016 წლიდან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)