13:31 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-25 21:45:16, 1796 ნახვა

პოლიტიკა
ჩუგოშვილი - მაღალი თანამდებობის პირებს აქვთ შეგრძნება, რომ სახალხო დამცველი ხელისუფლებას უნდა იცავდეს

მაღალი თანამდებობის პირებს აქვთ შეგრძნება, რომ სახალხო დამცველი ხელისუფელბას უნდა იცავდეს , - ამის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში პარლამენტის წევრმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ ცილისწამებისთვის არსებობს მექანიზმები, სასამართლო, სადაც მიხვალ და იჩივლებ.

„მაღალი თანამდებობის პირებს აქვთ შეგრძნება, რომ სახალხო დამცველი უნდა იცავდეს ხელისუფლებას, რატომღაც მგონია, რომ თანამდებობის პირები დაჩაგრულად გრძნობენ თავს, აქვთ განცდა, რომ მათ აკრიტიკებენ და სახალხო დამცველმა უნდა დაიცვას ისინი ამ კრიტიკისგან. ზოგიერთ შემთხვევაში ცილისწამებაც შეიძლება, შეიძლება სიმართლეც არ იყოს, ჩემზეც უთქვამთ რაღაც, რაც სიმართლე არ იყო. ცილისწამებისთვის არსებობს მექანიზმები, წახვალ სასამართლოში და იჩივლებ - ან მოიგებ და ან წააგებ ამ საქმეს“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ Wildberry-ზე თავდასხმას უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიერ განხორციელებულ დარტყმებზე საპასუხოდ შეაფასა
მოსკოვისა და ტამბოვის ოლქებში მომხდარი დარტყმების შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ქვრივიშვილი ჩინეთთან საქართველოს მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობებს ადიდებს
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე სავაჭრო ჯიხურები დაიწვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics