22:45 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-25 13:58:27, 2297 ნახვა

ეკონომიკა
მაჭავარიანი: სასურსათო პროდუქციის ვაჭრობის სფეროში, ბუნებრივი დანაკარგების ჩამოწერის გადაწყვეტილება, ბიზნესთან შეთანხმების შედეგად მივიღეთ

სასურსათო და საკვები პროდუქციის ვაჭრობის სფეროში ბუნებრივი დანაკარგების ჩამოწერის გადაწყვეტილება ბიზნესთან შეთანხმების შედეგად მივიღეთ, -  ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტას ბიზნესი წლების განმავლობაში ითხოვდა, მათ შორის, იყვნენ სუპერმარკეტების, საცალო ქსელისა და კვების ობიექტები.

„ეს მოთხოვნები ბიზნესიდან მოდიოდა. საბოლოო ჯამში,  ჩვენ შევჯერდით და დღეიდან ამ ინიციატივით წარვდექით საზოგადოების წინაშე. საგადასახადო ადმინისტრირებაში შესული ცვლილებებით, 100 ლარამდე ღირებულების დაზიანებული ან გაფუჭებული საქონლის ჩამოწერა ბიზნესს ყოველგვარი საფასურის გარეშე შეეძლება. აქამდე, დაზიანებული/გაფუჭებული საქონლის ჩამოწერის თაობაზე განცხადების განხილვა ფასიანი იყო და შეადგენდა 20 ლარს თითოეულ მიმართვაზე, რის გამოც რიგ შემთხვევაში, ბიზნესს არ უღირდა მომართვა. ერთ პატარა მაღაზიას ყოველდღე რომ ჩამოეწერა ასეთი საქონელი, თეორიულად შეიძლება 600 ლარი გადაეხადა და ჯამში, შესაძლოა, ამ მოცულობის ჩამოსაწერი თანხა არ ჰქონოდა. ასევე, კვების ობიექტებს, ვისაც მოწესრიგებული აქვს აღრიცხვა, ჩვენ ვენდობით და  თუკი მანამდე მათ უნდა შეენახათ გაფუჭებული სურსათი, ახლა ადმინისტრირების გამარტივების შედეგად მათ შეუძლიათ გადასახადის გადახდის გარეშე ჩამოწერონ აღნიშნული საქონელი. ასევე, ბიზნეს სუბიექტებს, ვისაც აქვთ ბუნებრივი დანაკარგები  - ეს ეხება სუპერმარკეტებს, მათაც, ვისაც  მოწესრიგებული აქვთ აღრიცხვა, ვენდობით და ვაძლევთ შესაძლებლობას, სურსათის რეალიზაციით მიღებული შემოსავლის 1%-ის ოდენობის დანაკარგი არ დაბეგრონ გადასახადებით", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics