|
2020-06-24 19:18:11, 1551 ნახვა
პოლიტიკა
სამადაშვილი - გიორგი რურუას განცხადება სწორი მოქალაქეობრივი პოზიცია იყო, თუმცა ეს საკითხი ჩვენთვის პრინციპულია
გიორგი რურუას განცხადება სწორი მოქალაქეობრივი პოზიცია იყო, თუმცა ეს საკითხი ჩვენთვის პრინციპულია , - ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა განუცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ რურუას სურდა არ გამხდარიყო დაბრკოლება იმ მნიშვნელოვანი ცვლილების, რომელიც ეხება კონსტიტუციას. "ეს არის სწორი მოქალაქეობრივი პოზიცია იმ თვალსაზრისით, რომ მას არ სურს, რომ მისი პიროვნული საკითხი რამენაირად გახდეს დაბრკოლებად იმ მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის, რომელიც ეხება კონსტიტუციას. მაგრამ, ჩვენთვის ეს პოზიცია არაფერს არ ცვლის, რადგან ჩვენთვის ეს საკითხი პრინციპულია, ეს არ შეეხება მხოლოდ კონკრეტულად გიორგი რურუას, ეს შეეხება იმ სამართლებრივ და პოლიტიკურ გარემოს, რომლითაც ჩვენ მივდივართ შემდეგ არჩევნებზე და შეთანხმებას, რომ ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით მართლმსაჯულება არ უნდა განხორციელდეს“ , - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუამ სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ მესამე მოსმენით კანონპროექტს მხარი ყველამ უნდა დაუჭიროს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)